CV სარგებლობის ზოგადი პირობები
შესავალი
Christian Vision (შემდგომში "CV", "ჩვენ", "ჩვენი") - მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაცია, რეგისტრირებული გაერთიანებულ სამეფოში, რომლის მიზანიცაა ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება მთელს მსოფლიოში მასობრივი ინფორმაციის ონლაინ საშუალებებით, ასევე ქრისტიანი მისიონერების, ეკლესიების, მისიონერული ორგანიზაციებისა და მისიის პროექტების ადგილზე მხარდაჭერა. აქ მოყვანილი სარგებლობის საერთო პირობების ს მიზნებისათვის ცნება CV "Christian Vision" მოიცავს თავში თვით საქველმოქმედო ორგანიზაციას Christian Vision და, ასევე, მის შვილობილ კომპანიებს ან მასთან აფილირებულ პირებს ან პარტნიორულ ორგანიზაციებს.
რა არის გათვალისწინებული წინამდებარე პირობებში??
www.cvglobal.co, www.yesheis.online, www.feedback.cvc.is, fellow.direct, otkroy.org, www.onehope.com.ua, და ასევე nastavnik.org.ua წარმოადგენენ ვებ Christian Vision-ის მიერ მართვად ვებ-გვერდებს, მის შვილობილ კომპანიებს და/ან მასთან აფილირებულ პირებს ან/და პარტნიორულ ორგანიზაციებს. წინამდებარე პირობებით გეცნობებათ ზემოაღნიშნული ვებ-გვერდებით სარგებლობის წესები და მოცემულია ზემოაღნიშნული ვებ-გვერდებით სარგებლობის დასაშვები პოლიტიკა. აქ მოცემული სარგებლობის საერთო პირობების მიზნებისათვის CV-ს მიერ ზემოაღნიშნული საიტები შემდგომში მოხსენიებულია როგორც "ჩვენი საიტი", "ეს საიტი", "ჩვენი ვებ-გვერდი", ხოლო ნებისმიერი მითითება რომელიმე მოცემულ საიტებზე მხოლობით რიცხვში მოიცავს, ასევე, მრავლობით რიცხვსაც.
ამ საიტით სარგებლობის წინ ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე დოკუმენტი. ჩვენი საიტით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით საიტის გამოყენების მოცემულ პირობებს და თანახმა ხართ მათ დაცვაზე. თუ თქვენ არ ეთანხმებით მოცემულ პირობებს, თქვენ არ უნდა ისარგებლოთ ჩვენი საიტით. გირჩევთ, ამობეჭდოთ ამ პირობათა ასლი შემდგომი გამოყენებისათვის.
საქველმოქმედო ორგანიზაციის რეგისტრაციის მონაცემები
CV- მონაწილეთა გარანტიებით შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია ინგლისში და უელსში.
- კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი 2842414
- საქველმოქმედო ორგანიზაციის სარეგისტრაციო ნომერი 1031031
CV წარმოადგენს მონაცემთა განმკარგველს, რომელიც რეგისტრირებულია გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის საკითხებში კომისრის მმართველობაში, სარეგისტრაციო N Z5994665
ჩვენი იურიდიული მისამართი:
ზე პავილიონ, მანორ-დრაივ
კოულსხილ, B46 1DL
გაერთიანებული სამეფო
არსებობს თუ არა სხვა პირობები, რომლებიც გამოყენებულ იქნება თქვენთან მიმართებაში?
სარგებლობის წინამდებარე პირობები განეკუვნება ქვემოთ მოცემულ დამატებით პირობებს, რომლებიც ასევე გამოიყენება თქვენს მიმართ ჩვენი საიტით სარგებლობისას:
- წერილობითი შეტყობინება კონფიდენციალურობაზე, რომელშიც, ასევე, მოცემულია ინფორმაცია ჩვენს საიტზე ქუქი-ფაილების შესახებ
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ წინამდებარე პირობები
ჩვენ პერიოდულად შეგვაქვს ცვლილებები მიმდინარე პირობებში. თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ყოველ ჯერზე, როდესაც წინამდებარე პირობებში შეტანილ იქნება ცვლილებები. ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ შეამოწმეთ ცვლილებები, რათა დარწმუნდეთ, რომ გააზრებული გაქვთ მიმდინარე პირობები.
ჩვენ შეგვიძლია შებიტანოთ ცვლილებები ჩვენს საიტში
ჩვენ შეგვლიძლია პერიოდულად განვაახლოთ და შევცვალოთ ჩვენი საიტით სარგებლობის დასაშვები პოლიციკა, რათა ავსახოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში და/ან მომხმარებელთა მოთხოვნილებებში. ჩვენ ვეცდებით, გონივრულ ვადაში გამოგიგზავნოთ შეტყობინებები ნებისმიერი მოსალოდნელი სერიოზული ცვლილებების შესახებ.
ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ ჩვენი საიტის მუშაობა
ჩვენი საიტი უფასოა
ჩვენ არ ვიძლებით ჩვენი საიტის ან მისი ნებისმიერი კონტენტის უწყვეტ მუშაობის ან მუდმივი წვდომის გარანტიას. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ, გავაუქმოთ ან შევზღუდოთ ჩვენი საიტის მთლიანად ან მისი ნებისმიერი ნაწილის მუშაობა კომერციული და ოპერაციული მიზეზებით. ჩვენ ვეცდებით კეთილგონივრულ ვადაში გამოგიგზავნოთ შეტყობინებები რაიმე სახის შეჩერებაზე გაუქმებაზე.
თქვენ ასევე პასუხისმგებელი ხართ მასზედ, რომ ნებისმიერმა პირებმა, რომელებიც მიიღებენ დაშვებას ჩვენს საიტზე თქვენი ინტერნეტ კავშირის საშუალებით, იცოდნენ ამ პირობების შესახებ და სხვა გამოსაყენებელი პირობებისა და დებულებების შესახებ, და ასრულებდნენ მათ.
ჩვენი საიტი განკუთვნილია მომხმარებლებისათვის მთელი მსოფლიოდან, მაგრამ რეგულირდება გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.
წინამდებარე პირობები მოიცავენ ჩვენი საიტით სარგებლობის პირობებს გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის დებულებების ნაწილში.
თქვენ უნდა შეინახოთ თქვენი ანგარიშის მონაცემების უსაფრთხოდ.
თუ თქვენ შეარჩიეთ ან მიღეთ მომხმარებლის იდენტიფიკაციის კოდი, პაროლი ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცედურების ფარგლებში, თქვენ უნდა ჩათვალოთ ასეთი ინფორმაცია კონფიდენციალურად. თქვენ არ უნდა გაუმხილოთ იგი მესამე პირებს.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს მოვახდინოთ მომხმარებლის იდენტიფიკაციის კოდის ან თქვენ მიერ შერჩეული ან ჩვენ მიერ დანიშნული პაროლის დეაქტივაცია, თუ ჩვენ გაგვაჩნია საფუძველი ჩავთვალოთ, რომ თქვენ არ შეასრულეთ სარგელბობის რომელიმე წინამდებარე პირობა.
თუ თქვენ იცით ან ეჭვობთ, რომ ვინმემ თქვენ გარდა იცის თქვენი მომხმარებლის იდენტიფიკაციის კოდი ან პაროლი, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე ქვემოთ მოყვანილ საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით, რომლებიც მოცემულია ნაწილში "საკონტაქტო ინფორმაცია"
როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი საიტის მასალა
ჩვენ ვართ ჩვენი საიტის და მასზე გამოქვეყნებული მასალის მესაკუთრე და ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზიანტი. ასეთი ობიექტები დაცულია საავოტორ უფლების შესახებ კანონმდებლობი და საერთაშორისო ხელშეკრულებებით მთელს მსოფლიოში. ყველა უფლება დაცულია. თქვენ შეგიძლიათ დაბეჭდოთ ერთი ასლი ან ჩამოტვირთოთ ამონარიდები ჩვენი საიტის ნებისმიერი გვერდიდან პირადი სარგებლობისათვის, ასევე მიიქციოთ თქვენი ორგანიზაციის სხვა თანამშრომელთა ყურადღება საიტზე განთავსებული კონტენტის მიმართ.
თქვენ არ უნდა შეიტანოთ ცვლილებები ნებისმიერი მასალის ციფრულ ან ბეჭდვით ასლებში, რომლებიც ამობეჭდეთ ან რაიმე სახით ჩამოტვირთეთ, ასევე ილუსტრაციებში, ფოტოფიებში, ვიდეო ან აუდიორგოლებში, ან თანხმლები ტექსტის გარეშე ნებისმიერ გრაფიკაში.
ჩვენი (და ყველა იდენტიფიცირებულ მონაწილეთა) სტატუსი, როგორც ჩვენს საიტზე კონტენტის ავტორი, ყოველთვის უნდა იყოს დადასტურებული.
თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ჩვენი საიტის კონტენტის რომელიმე ნაწილი კომერციული მიზნებისათვის, აღნიშნულზე ჩვენგან ან ჩვენი ლიცენზიარებისაგან ლიცენზიის მიღების გარეშე.
თუ თქვენ დაბეჭდავთ, გადაიღებთ ასლს ან ჩამოტვირთავთ ჩვენი საიტის რომელიმე ნაწილს საიტით სარგებლობის წინამდებარე პირობების დარღვევით, თქვენ დაუყოვნებლივ ჩამოგერთმევათ სარგებლობის უფლება და, ჩვენი შეხედულებისამებრ, თქვენ ვალდებული იქნებით დააბრუნოთ ან გაანადგუროთ თქვენ მიერ გაკეთებული ყველა მასალის ასლები.
ნუ დაეყრდნობით ამ საიტზე მოცემულ ინფორმაციას
ჩვენი საიტის კონტენტი გათვალისწინებულია მხოლოდ გასაცნობად. იგი არ არის განკუთვნილი რეკომენდაციების შედგენისათვის, რომლებზეც უნდა დაეყრდნოთ. თქვენ უნდა მიიღოთ პროფესიონალური ან სპეციალური რეკომენდაციები, სანამ განახორციელებთ საიტზე მოცემული კონტენტის შესაბამისად მოქმედებებს ან თავს შეიკავებთ ასეთი მოქმედებების განხორციელებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყენებთ ყოველგვარ ძალ-ღონეს ჩვენს საიტზე ინფორმაციის განსაახლებლად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას და არ ვაცხადებთ პირდაპირ ან გულისხმობით, საიტზე მოცემული კონტენტი არის ზუსტი, სრული ან აქტუალური
ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმ ვებ-გვერდებზე, რომელზეც მივუთითებთ.
თუ ჩვენი საიტი შეიცავს ბმულებს მესამე პირთა მიერ მოწოდებულ სხვა საიტებზე და რესურსებზე, ასეთი ბმულები წარმოდგენილია მხოლოდ გაცნობის მიზნით. ბმულები არ უნდა იქნას მიჩნეული, როგორც ჩვენ მიერ მოწონება იმ საიტებისა ან იმ საიტებზე მიღებული ინფორმაციისა, რომლებზეც მივუთითებთ. ჩვენ არ ვაკონტროლებთ ასეთი საიტების ან რესურსების კონტენტს
სამომხმარებლო კონტენტი ჩვენ მიერ დამოწმებული არ არის,
ეს ვებ-გვერდი შესაძლოა შეიცავდეს სხვა მომხმარებელთა მიერ ატვირთულ ინფორმაციასა და მასალას, მათ შორის განცხადებათა დაფები და ჩატები. ეს ინფორმაცია და მასალა ჩვენ მიერ დამოწმებული არაა. სხვა მომხმარებელთა მიერ ჩვენს საიტზე გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენენ ჩვენს შეხედულებებს ან ფასეულობებს.
თუ თქვენ გსურთ საჩივრის შემოტანა სხვა მომხმარებელთა მიერ ატვირთულ ინფორმაციასთან ან მასალათან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემულ ნაწილში "საკონტაქტო ინფორმაცია", მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
ჩვენი პასუხისმგებლობა თქვენდამი მოყენებული ზარალის ან ზიანის გამო
მიუხედავად იმისა, ხართ თქვენ ინდივიდუალური თუ კომერციული მომხმარებელი:
- ჩვენ არ გამოვრიცხავთ ან არ ვზღუდავთ რაიმე სახით ჩვენს პასუხისმგებლობას თქვენდამი, როდესაც აღნიშნულია პასუხისმგებლობის საკითხი კანონიერია. აღნიშნული მოიცავს სხეულის დაზიანების პასუხისმგებლობას ან გარდაცვალებას, გამოწვეული ჩვენი, ჩვენი თანამშრომლების, აგენტების ან ქვეკონტრაქტორების გულგრილობით, ასევე თაღლითობით ან განზრახ შეცდომაში შეყვანით.
თუ თქვენ წარმოადგენთ კომერციულ მომხმარებელს:
- ჩვენ გამოვრიცხავთ ყოველგვარ ნავარაუდევ პირობებს, გარანტიებს, განცხადებებს ან სხვა პირობებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ჩვენი საიტის ან ნებისმიერი მისი კონტენტის მიმართ.
- ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენ მიერ განცდილი ზიანისა ან დანაკარგისათვის რაც წარმოიშობა ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად ხელშეკრულების დარღვევის, სამოქალაქო სამართალდარღვევის (მათ შორის გულგრილობით), ვალდებულებითი კანონმდებლობით დადგენილი ან სხვა სახის დარღვევის შედეგად, მაშინაც კი თუ აღნიშნულის განჭვრეტა შესაძლებელი იყო:
- ჩვენი საიტით სარგებლობის შესაძლებლობა ან სარგებლობა; ან;
- ჩვენს საიტზე ასახული ნებისმიერი კონტენტის გამოყენება ან მისადმი ნდობა - კერძოდ, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ქვემოთ მოცემულზე:
- დაკარგული შემოსავალი, გაყიდვები, ბიზნესი ან შემოსავალი
- სამეწარმეო საქმიანობის შეჩერება
- მოსალოდნელი ეკონომიის არარსებობა
- კომერციული შესაძლებლობების დაკარგვა, პარტნიორებთან გაუარესებული საქმიანი ურთიერთობები ან რეპუტაციის შელახვა; ან
- ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი დანაკარგი ან ზარალი
თუ თქვენ წარმოადგენთ ინდივიდუალურ მომხმარებელს:
- ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩვენ წარმოგიდგენთ საიტს მხოლოდ პირადი და შიდა მოხმარებისათვის. თქვენ ეთანხმებით, არ გამოიყენოთ ჩვენი საიტი რაიმე კომერციული ან საქმიანი მიზნებისათვის და ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენდამი ნებისმიერი სახის დაკარგული სარგებლისათვის, ბიზნესისათვის, სამეწარმეო საქმიანობის შეჩერებისა თუ დაკარგული კომერციული შესაძლებლობისათვის.
როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია
ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას იმგვარად, როგორც ეს მითითებულია ჩვენს შეტყობინებაში კონფიდენციალურობის შესახებ
ჩვენს საიტზე კონტენტის ატვირთვა
ყოველ ჯერზე, როდესაც გამოიყენებთ საიტზე კონტენტის ატვირთვის ან სხვა მომხმარებლებთან კონტაქტში შესვლის ფუნქციას, თქვენ უნდა დაიცვათ სტანდარტები კონტენტის მიმართ, რაც მოყვანილია დასაშვები სარგებლობის პოლიტიკაში (იხ. ქვემოთ)
თქვენ იძლებით გარანტიას, რომ ნებისმიერი ატვირთული მასალა შესაბამისობაში იქნება სტანდარტთან და თქვენ იქნებით პასუხისმგებელი ჩვენდამი და აანაზღაურებთ აღნიშნული გარანტიის დარღვევის შედეგად მიყენებულ ზიანს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ აგებთ პასუხს ნებისმიერ დანაკარგსა და ზარალზე, რომელიც ჩვენ მოგვადგება თქვენ მიერ გარანტიის დარღვევის შედეგად.
თქვენ მიერ ატვირთული ნებისმიერი კონტენტი არ ითვლება კონფიდენციალურად და კერძოდ. თქვენ ინარჩუნებთ ასეთ კონტენტზე საკუთრების უფლებას, მაგრამ ვალდებული ხართ ჩვენი საიტის სხვა მომხმარებლებს მიაწოდოთ შეზღუდული ლიცენზია ასეთი კონტენტის გამოყენებაზე, შენახვაზე, კოპირებაზე, ასევე გავრცელებასა და მესამე პირთათვის მიწოდებაზე. უფლებები, რომლებსაც თქვენ გადმოგვცემთ ლიცენზიით, ათწერილია ჩვენი მედიარესურსების შეთანხმების ფორმაში.
ჩვენ, ასევე, გვაქვს უფლება გავუმხილოთ თქვენი ვინაობა ნებისმიერ მესამე პირს, რომელიც ამტკიცებს, რომ თვენ მიერ ჩვენს საიტზე განთავსებული ნებისმიერი კონტენტი წარმოადგენს მისი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
ჩვენ გვაქვს უფლება, წავშალოთ თქვენ მიერ ჩვენს საიტზე განთავსებული ნებისმიერი პუბლიკაცია, თუ ჩვენი შეხედულებით, თქვენი პუბლიკაცია არ შეესაბამება კონტენტის მიმართ არსებულ სტანდარტს, როგორც ეს ქვემოთ არის წარმოდგენილი დასაშვები სარგებლობის პოლიტიკაში (იხ. ქვემოთ)
თქვენ ატარებთ ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას თქვენი კონტენტის სარეზერვო ასლების წარმოებაზე.
თქვენ მიერ ატვირთული კონტენტით სარგებლობის უფლებები, რომელთაც თქვენ ჩვენ გვანიჭებთ
როდესაც თქვენ ტვირთავთ ან აქვეყნებთ კონტენტს ჩვენს საიტზე, თქვენ გვანიჭებთ მუდმივ, მთელ მსოფლიოში მოქმედ, არაექსკლუზიურ, უფასო და გადაცემად ლიცენზიას სარგებლობაზე, რეპროდუქციაზე, გავრცელებაზე, წარმოებული მასალების მომზადებაზე, ასახვაზე და აისეთი სამომხმარებლო კონტენტის ფორმირებაზე, რაც დაკავშირებულია მომსახურებასთან, რომელსაც საიტი და სხვადასხვა მედიარესურსი იძლევა.
ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ვირუსებზე და თქვენც არ უნდა დანერგოთ ისინი.
ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ჩვენი საიტი იქნება უსაფრთხო, არ შეიცავს შეცდომებს ან ვირუსებს.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი ინფორმაციული ტექნოლოგიის, კომპიუტერული პროგრამებისა და პლატფორმების მომართვაზე ჩვენს საიტთან წვდომისათვის. თქვენ უნდა გამოიყენოთ საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა ვირუსებისგან დასაცავად.
თქვენ არ უნდა ისარგებლოთ ბოროტად ჩვენი საიტით ვირუსების განზრახ დანერგვით, ტროიანული პროგრამების, პროგრამა-ჭიების, ლოგიკური ბომბების ან სხვა მასალების განთავსებით, რომლებიც განზრახ მავნეა და შესაძლოა მოგვაყენოს ტექნოლოგიური ზიანი. თქვენ არ უნდა ეცადოთ მიიღოთ არასანქცირებული წვდომა ჩვენს საიტთან, სერვერთან, რომელზეც ინახება ჩვენი საიტი, ან ნებისმიერ სერვერთან, კომპიუტერთან ან მონაცემთა ბაზასთან, რომელიც დაერთებულია ჩვენს საიტთან. თქვენ არ უნდა მიიტანოთ იერიში ჩვენს საიტზე DoS-შეტევით ან DDoS-შეტევის მეშვეობით. აღნიშნულის დარღვევით თქვენ იდენთ სისხლისსამართლებრივ დანაშაულს კომპიუტერული ტექნოლოგიების არამართლზომიერი გამოყენების შესახებ 1990 წლის კანონის შესაბამისად. ჩვენ შევატყობინებთ ასეთი დარღვევის შესახებ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე ვითანამშრომლებთ ასეთ ორგანოებთან თქვენი ვინაობის გამხელით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში თქვენი უფლება ჩვენი საიტით სარგებლობაზე დაუყოვნებლივ იქნება ჩამორთმეული.
ბმულები, რომლებიც ეხება ჩვენს საიტს
თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ჩვენს საწყის გვერდზე იმ პირობით, რომ ამას აკეთებთ სამართლიანად, კანონიერად, ჩვენი რეპუტაციის შელახვის გარეშე და ამით რაიმე სარგებლის მიღების გარეშე.
თქვენ არ უნდა ჩასვათ ბმული იმგვარად, რომ აღნიშნული იძლეოდეს ვარაუდს ჩვენდამი რაიმე სახის კავშირისა, მოწონებისა ან ჩვენი მხრივ მიღებულობისა, როდესაც ეს ასე არ არის.
თქვენ არ უნდა ჩასვათ ჩვენი საიტის ბმული რომელიმე ვებ-გვერდზე, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით.
ჩვენი საიტი არ უნდა განთავსდეს რომელიმე სხვა საიტზე და თქვენ არ გაქვთ უფლება, შექმნათ ჩვენი საიტის ნაწილის ბმულები, რომლებიც არ წარმოადგენენ საწყის გვერდს.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე გამოვიხმოთ ნებართვა ჩვენი საიტის ბმულის გამოყენებაზე.
ვებ-გვერდი, რომელზეც განათავსებთ ბმულს, ყველა მიმართებაში უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს კონტენტის მიმართ, როგორც ეს მოცემულია სარგებლობის დასაშვებ პოლიტიკაში (იხ. ქვემოთ)
თუ თქვენ გსურთ დატოვოთ ბმული ჩვენი საიტის რომელიმე კონტენტზე ან გამოიყენოთ იგი ზემოაღნისნულისაგან განსხვავებული წესით, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც ასახულია ქვემოთ მოცემულ ნაწილში "საკონტაქტო ინფორმაცია"
დასაშვები სარგებლობის პოლიტიკა
აკრძალული მომხმარებლები
თქვენ უნდა გამოიყენოთ ჩვენი საიტი მხოლოდ კანონიერი მიზნებით. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ჩვენი საიტი:
- რაიმენაირად მოქმედი ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო კანონებისა და ნარმოების დარღვევით;
- რაიმე გზით უკანონოდ ან თაღლითურად, ან თაღლითური ან არაკანონიერი მიზნებით და შედეგებით;
- არასანქცირებული მოუთხოვნადი რეკლამის ან სარეკლამო მასალის, ან სვა ანალოგიური ფორმის შეთავაზებების (სპამი) გადაცემისათვის ან გაგზავნის მცდელობისათვის; ან
- რაიმე სახის ისეთი ვირუსის შემცველი მონაცემების, ტროიანული პროგრამების, პროგრამა-ჭიების, "შენელებული მოქმებების ბომბის" ტიპის ვირუსების, კლავიატურის ჯაშუშების, ჯაშუში-პროგრამების, სარეკლამო პროგრამული უზრუნველყოფის ან სხვა მავნე კომპიუტერული პროგრამების, ან მსგავსი კომპიუტერული კოდის განზრახ გადაცემისათვის, რაც განკუთვნილია კომპიუტერული უზრუნველყოფის პროგრამულ ან აპარატულ მუშაობაზე არახელსაყრელი ზემოქმედებისათვის.
თქვენ ასევე ეთანხმებით:
- არ მოახდინოთ რეპროდუქცია, დუბლირება, კოპირება და არ გადაყიდოთ ჩვენი საიტის რაიმე ნაწილი ჩვენი სარგებლობის პირობების დარღვევით; და
- არ განახორციელოთ არასანქცირებული წვდომა, არ ჩაერიოთ მუშაობაში, არ მიაყენოთ ზიანი და არ დაარღვიოთ ჩვენი საიტის რომელიმე ნაწილი;
- ნებისმიერი მოწყობილობა ან ქსელი, რომელიც იყენებს ჩვენს საიტს;
- ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამოიყენება ჩვენი საიტის მიწოდებისას; ან
- ნებისმიერი მოწყობილობა, ქსელი ან პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ეკუთვნის ან გამოიყენება რომელიმე მესამე პირის მიერ.
შეჩერება და შეწყვეტა
ჩვენი შეხედულებისამებრ ჩვენ განვსაზღვრავთ ჰქონდა თუ არა ადგილი წინამდებარე დასაშვები სარგებლობის პოლიტიკის დარღვევას თქვენ მიერ ჩვენი საიტის გამოყენებისას. თუკი წინამდებარე სარგებლობის პოლიტიკის დარღვევას ჰქონდა ადგილი, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი ზომები, რასაც ჩავთვლით მიზანშეწონილად.
დასაშვები სარგებლობის წინამდებარე პოლიტიკის დაუცველობა წარმოადგენს სარგებლობის პირობების არსებით დარღვევას, რომელთა შესაბამისადაც თქვენ გაქვთ დართული ნება ჩვენი საიტით სარგებლობაზე და შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენ მიერ ნებისმიერი ქვემოთ მოყვანილი მოქმედებების მიღება:
- ჩვანი საიტით სარგებლობის უფლების დაუყოვნებლივი, დროებითი ან მუდმივი ჩამორთმევა;
- თქვენთვის გაფრთხილების მოცემა;
- სასამართლო წარმოება თქვენს წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მიზნით (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ადმინისტრაციული და იურიდიული ხარჯებით), რაც მოგვადგა თქვენი დარღვევის შედეგად;
- თქვენს წინააღმდეგ მომართული სამართლებრივი ხასიათის შემდგომი ზომები; ან
- სამართალდამცავი ორგანოებისათვის ისეთი ინფორმაციის გამჟღავნება, რასაც ჩავთვლით დასაბუთებულად და საჭიროდ.
ჩვენ ვაცხადებთ უარს პასუხისმგებლობაზე ისეთი მოქმდებებისათვის, რაც მიღებულ იქნა თქვენ მიერ წინამდებარე სარგებლობის დასაშვები პოლიტიკის დარღვევის საპასუხოდ. საპასუხო ზომები, რომლებიც აღწერილია ამ პოლიტიკაში, არ არის შეზღუდული და ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ სხვა ისეთ ზომებს, რომელთაც ჩავთვლით მიზანშეწონილად.
რომელი ქვეყნის კანონები გამოიყენება დავების განხილვისას?
თუ თქვენ წარმოადგენთ ინდივიდუალურ მომხმარებელს, მიაქციეთ ყურადღება, რომ სარგებლობის წინამდებარე პირობები, მათი საგანი და შენადგენელი ნაწილები რეგულირდება ინგლისის კანონმდებლობით. ჩვენ, ორივე მხარე, ვთანხმდებით, რომ ინგლისისა და უელსის სასამართლოებს გააჩნიათ ექსკლუზიური იურისდიქცია. თუმცა, თუ თქვენ ხართ ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლე, მაშინ შეგიძლიათ პროცესუალურ წარმოებას მიმართოთ ჩრდილოეთ ირლანდიაში, ხოლო შოტლანდიის მოსახლეებმა - შოტლანდიაში.
თუ თქვენ ხართ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტი, სარგებლობის წინამდებარე პირობები, მათი საგანი და შედგენა (და რაიმე სახის დავები და პრეტენზიები, რაც არ ატარებს სახელშეკრულებო ხასიათს) რეგულირდება ინგლისის კანონმდებლობით. ჩვენ, ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ ინგლისისა და უელსის სასამართლოებს გააჩნიათ ექსკლუზიური იურისდიქცია.
საკონტაქტო ინფორმაცია
ელექტრონული ფოსტა:
ფოსტა:
მონაცემთა დაცვის ოფიცერი
Christian Vision
ზე პავილიონ, მანორ-დრაივ
კოულსხილ, B46 1DL
გაერთიანებული სამეფო